სიახლე
გამოგვყევი
ონლაინ დახმარება

ავტორიზაცია

სიახლე -ზე.

მალე:

ყველა კატეგორია

ავტო ნაწილები ბავშვებისათვის ვიდეო თამაშები & კონსოლები ზოო პროდუქცია კომპიუტერული ტექნიკა მობილური ტელეფონები & აქსესუარები მუსიკა მუსიკალური ინსტრუმენტები საათები სათამაშოები & ჰობი
ასაწყობი სათამაშოები ბურთები, ფრიზბი & ბუმერანგები გამჭვირვალე & ფერადი ბურთულები დრონები თამაშები კლასიკური სათამაშოები მანქანები, თვითმფრინავები, გემები & ძრავები მატარებლები მოდელები & კომპლექტი მოქმედებითი / მოძრავი მცირე წლოვნებისთვის რობოტები, მონსტრები, კოსმოსური მხეცები საბავშვო დისტანციური მანქანები საბავშვო სატერფულიანი მანქანები საბითუმო გაყიდვები საგანმანათლებლო სათამაშო ჯარისკაცები საპნის ბუშტები სატელევიზიო & ფილმის პერსონაჟები სწრაფი კვების სათამაშოები ფაზლები, თავსატეხები, რუბიკის კუბები ფუმფულა / ბეწვის სათამაშოები ცნობილი ცხოველები ძველებური & ანტიკვარული სათამაშოები საბითუმო გაყიდვები
სამკაულები სამომხმარებლო ელექტროტექნიკა სახლი და ეზო სპორტული საქონელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ფოტო და ვიდეო კამერები წიგნები ჯანმრთელობა და სილამაზე

ყველაზე ტრენდული უკაბელო დინამიკები და ყურსასმენები

გიორგი ფუტკარაძე
2100

წაკითხვა

მოწონება

ბლოგერი : გიორგი ფუტკარაძე

ბლუთუზ სპიკერები და ყურსასმენები

რა არის JBL და რომელი ავირჩიოთ?

Ebg ბოლო რამდენიმე წელია ყველასათვის ხელმისაწვდომ Bluetooth Speaker-ებს გვთავაზობს, რომლებიც გაუმჯობესდა, დაიხვეწა, მაღალი ხარისხის ჟღერადობა და დაემატა წყალგამძლეობა, დღეს მოდით JBL-ის ირგვლივ ვისაუბროთ და ასევე რამოდენიმე სხვა ბლუთუზ სპიკერიც განვიხილოთ.

პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო თუ რას წარმოადგენს JBL ბრენდი. იგი 1946 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეიმს ულოუ ენსინგმა დაარსა. ეს კომპანია მხოლოდ აუდიო მოწყობილობების გამოშვებაზეა ორიენტირებული და საკმაოდ დიდი ხანია ითვლება იმ დიდი ოჯახის წევრად რასაც Harman International Industries ჰქვია. ეს გიგანტური ქსელიც უშუალოდ აუდიო ტექნიკას აწარმოებს.

1. JBL Clip 2 

მწარმოებლების მიერ, იგი ბიუჯეტურ კატეგორიაშია ჩასმული, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი სპიკერია, რომელიც შესანიშნავი საჩუქარი იქნება ყველასთვის ვისაც მუსიკის მოსმენა უყვარს. ის ნებისმიერ ადგილას გამოგადგებათ, ლაშქრობისას ველოსიპედით სეირნობისას ან სხვა ადგილებში. მას აქვს მოხერხებული საკიდი, რომელიც ჩანთაზე მარტივად მაგრდება და თქვენს მოგზაურობას უფრო ხალისიანს გახდის. აღნიშნული მოწყობილობა ასევე აღჭურვილია 3.5 მმ პორტით, რითიც სხვა აუდიო მოწყობილობების დაკავშირებას შეძლებთ.

ახლა რაც შეეხება ღილაკებს და მათ განლაგებას - მარჯვენა მხარეს ჩართვის და ბლუთუზის ღილაკები განთავსდა, მარცხენა მხარეს კი ხმის რეგულირების და ტელეფონზე პასუხის ღილაკებია. დიახ, შეგიძლიათ გარე დინამიკით ისაუბროთ კიდეც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენს საუბარს ყველა გაიგონებს.

ელემენტი 750 mAh-ია რაც დინამიკს დაახლოებით 8 საათით ამუშავებს ხოლო სრულად დამუხტვას 2 საათი სჭირდება. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ხმის ხარისხი ძალიან კარგია, მითუმეტეს ასეთი კომპაქტური გაჯეტის კვალობაზე. JBL Clip 2 არის ულტრა მსუბუქი, ულტრა მტკიცე, და ულტრა ძლიერი, პორტატული სპიკერი.

სანახავად გადადით ლინკზე

2. JBL Charge 3

ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივი ბლუთუზ სპიკერია, თუმცა მასში ძალიან ლამაზი მაშუქი ლედ ნათურებია გამოყენებული, რომელიც მუსიკის მოსმენის დროს იცვლის ფერებს და მუსიკის ტემპში ციმციმებს, ასე ვთქვათ ცეკვავს.

კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია კამერა რომელსაც ფერების ამოცნობა შეუძლია, ასევე აქვს სტანდარტული ჩართვის, ბლუთუზის ხმის რეგულირების და ფერების კონტროლის ღილაკები. მისი მეშვეობით სხვადასხვა ეფექტის დაყენება შეგიძლიათ. არის ასევე მუსიკის გაჩერების ჩართვის ღილაკები, იგი არ არის წყალგამძლე, თუმცა მას წვიმის წვეთების არ ეშინია.

რაც შეეხება ფიზიკური ზომას, სპიკერი არც თუ ისე პატარაა 194,4 x 84,2 x 8,2 მმ ხოლო წონა 775 გრ. ელემენტი 6 000 მილიამპერიანია, რაც მას 10 საათამდე მუშაობის საშუალებას აძლევს.

აგრეთვე აქვს 2 პასიური რადიატორი და 2 რვა ვატიანი დინამიკი. შეგიძლიათ მას ტელეფონიდან ბლუთუზის მეშვეობით დაუკავშირდეთ და მუსიკა ფერებთან ერთად აკონტროლოთ. ეს მოდელიც ხმას და ფერებს საკმაოდ კარგად გამოსცემს. მას ასევე აქვს სპეციალური წვიმის ხმის სიმულაციის ფუნქცია, რაც ალბათ ბევრს მარტივად დაძინებაში დაეხმარება.

სანახავად გადადით ლინკზე


3. JBL Xtreme